მშვიდობიანი შეკრების უფლება დაცული უნდა იყოს მოლოტოვის კოქტეილებისგან, გაზისა და წყლის ჭავლისგან - Freedom House
Freedom House-ი საქართველოში მიმდინარე პროცესებს საგანგებო განცხადებით ეხმიანება - "შეშფოთებულები ვართ, საქართველოში აგენტების კანონპროექტზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის ძალადობის გამო"- წერს ორგანიზაცია.
ორგანიზაცია ამბობს, რომ "მშვიდობიანი შეკრების ფუნდამენტური უფლება დაცული უნდა იყოს მოლოტოვის კოქტეილებისგან, ცრემლმდენი გაზისა და წყლის ჭავლისგან".
ასევე ვიმეორებთ შეშფოთებას უცხოელი აგენტების შესახებ შემოთავაზებულ კანონთან დაკავშირებით და კვლავ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გადახედოს კანონპროექტს"- წერია გგანცხადებაში