მიეცით მოქალაქეებს საშუალება, გამოხატონ პროტესტი - სენატორები "ოცნებას"

09.03.23 03:56
მიეცით მოქალაქეებს საშუალება, გამოხატონ პროტესტი - სენატორები "ოცნებას"

ქართული ოცნების მიერ რუსული კანონპროექტის მიღებას ამერიკელი სენატორები საგანგებო განცხადებით ეხმაურებიან.

რიში, შაჰინი, მენდესი, დურბინი და რიკეტსი პირდაპირ ამბობენ, რომ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვა ნებისმიერ დემოკრატიაში უნდა იყოს დაცული.

"ქუჩაში გამოსული ქართველი ხალხი ნათლად ხედავს, რომ საქართველოს პარლამენტის ეს ნაბიჯიემუქრება არა მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებელ მედიას და სამოქალაქო საზოგადოებასარამედ წარმოადგენს უზარმაზარ უკან გადადგმულ ნაბიჯს ქართული დემოკრატიისთვისეს კანონი, მხოლოდ დააშორებს საქართველოს იმ ტრანსატლანტიკურ საზოგადოებასრომელშიც მას გაწევრიანება სურსჩვენ მოვუწოდებთ მთავრობასგადახედოს ამ შემაშფოთებელ კანონმდებლობასრათა თავიდან ავიცილოთ კიდევ ერთი მარცხი დემოკრატიულ ტრაექტორიაზე და იმუშაოს ქართველი ერისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელადმოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებასსაშუალება მისცეს მოქალაქეებს, გამოხატონ მშვიდობიანი პროტესტი - ეს არის ძირითადი უფლებარომელიც ნებისმიერ დემოკრატიაში უნდა იყოს დაცული", - ნათქვამია განცხადებაში.