როგორია სამოქმედო გეგმა - ოპოზიციის წარმომადგენლები და აქტივისტები 11 საათზე ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ
"პირველების" ინფორმაციით, 9 მარტს 11:00 საათზე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და აქტივისტები ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ და მოსახლეობას საქმომედო გეგმას გააცნობენ.
რუსული კანონის მიღებას ოპოზიცია, აქტივისტები, საქართველოს მოქალაქეები, მეორე ღამეა აპროტესტებენ.
აქცია, დედაქალაქის მთავარ გამზირზე დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. სამართალდამცველები უშვებენ ცრემლსადენ გაზს, წყლის ჭავლს და აკავებენ მოქალაქეებს.