რუსთაველზე შსს-ს მანქანა იწვის - "პირველების" წამყვანმა სახანძრო პირდაპირ ეთერში გამოიძახა
"ტვ პირველის" ჟურნალისტმა, რუსთაველის გაზირზე სახანძრო ბრიგადა პირადად გამოიძახა. ვიკა ბუკიას ოფიციალური შეტყობინება 112-ში 4:56 საათზე გაკეთდა.
ჟურნალისტმა ამ გზას მას შემდეგ მიმართა, რაც რუსთაველზე, მომიტინგეების მიერ ამოტრიალებულ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, აალდა და ადგილზე დიდი ხანძარი წარმოიშვა.
ინცინდენტს რეაგირების გარეშე ტოვებენ სპეცდანიშნულებისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც პარლამენტის მიმდებარედ არიან მობილიზებულნი.