მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვან მშვიდობიანი მომიტინგეების უფლება - დერეკ შოლე

09.03.23 10:09
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვან მშვიდობიანი მომიტინგეების უფლება - დერეკ შოლე

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველის დერეკ შოლე პარლამენტთან გამართულ საპროტესტოს აქციებთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრს ესაუბრა. ამის შესახებ უცხოელი მაღალჩინოსანი "ტვიტერზე" წერს.

ვესაუბრე პრემიერ ღარიბაშვილს კანონპროექტებზე, რომელიც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებას ევროინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარებისკენ. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიცვან მშვიდობიანი შეკრებისა და მომიტინგეების მშვიდობიანი პროტესტის უფლება, - წერს შოლე.