წინასწარი დაკავების ზოლატორებში აქციის მონაწილეები არ გადაუყვანიათ - ადვოკატები დაკავებულებს ეძებენ

09.03.23 11:56
წინასწარი დაკავების ზოლატორებში აქციის მონაწილეები არ გადაუყვანიათ - ადვოკატები დაკავებულებს ეძებენ

დიღმის სამმართველოსთან დილიდან ადვოკატები მიდიან. ინტერესების დამცველებს აქციაზე დაკავებულების მდგომარეობა აინტერესებთ, თუმცა როგორც აღმოჩნდა, არცერთი დაკავებული წინასწარი დაკავების იზოლატორში არ გადმოუყვანიათ. არსებობს ეჭვი, რომ დაკავებული ახალგაზრდები ამ დრომდე საპოლიციო ავტომობილებში ჰყავთ მოთავსებული. 

ვეძებთ დაკავებულებს, რადგან დროებითი მოთავსების იზოლატორებში რომ ვრეკავთ არ გვაწვდიან ინფორმაციას, ან არ აქვთ ინფრომაცია. სავარაუდოდ, ბევრი დაკავებული ისევ ავტომობილებში ჰყავთ. ინტერესი შეიძლება ეს იყოს, რომ დაკავებულებს აღენიშნებოდეთ ფიზიკური დაზიანებები და დროებითი მოთავსების იზოლატორში შეიყვანისას უნდა მოხდეს ამ დაზიანებების აღწერა, - ამბობს ადვოკატი. 

 ზოგიერთი ახალგაზრდის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ  მათი გადაყვანა იზოლატორიდან კლინიკაში გახდა საჭირო.

4 დაკავებული მოიყვანეს დაახლოებით 10 წუთში. მოვიდა ჩამწკრივებული მანქანები, შემედგ მოვიდა სასწრაფო დახმარების მანქანა, სახელსა და გვარს არ ვიტყვი ვისთან, გაჩერდა აქ და ექიმი გადმოვიდა, ყვიროდა, "გამაგებინეთ ვისთან მივედი, პატიმართან თუ მკვდართანო. ჰყავდათ ვიღაცეები ნაცემები, - ამბობს თვითმხილველი.