დაგვაწიოკეს, გაგვჩხრიკეს, ეს არის ივანიშვილის რეპრესიები - ბესო გაზდელიანი

09.03.23 12:05
დაგვაწიოკეს, გაგვჩხრიკეს, ეს არის ივანიშვილის რეპრესიები - ბესო გაზდელიანი

ენმ-ს წევრი ბესო გაზდელიანი, რომელსად დღეს გამთენიისას სახლში სპეცრაზმი დაადგა, მომხდარის შესახებ ყვება. ენმ-ს აქტივისტი ამბობს, რომ სახლში შეუცვივდნენ მის შვილსაც და ბიძაშვილებსაც. 

გაზდელიანი ივანიშვილის რეპრესიებზე საუბრობს და არ გამორიცხავს, რომ სპეცრაზმი სხვა ოჯახებშიც შევვარდეს. 

უცხოეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ნიადაგზე ქვეყანაში შემოტანილ იარაღს ეძებდნენ ჩემს სახლში, სადაც პატარა ბავშვებს სძინავთ. ჩემი ძმის სახლი გაუჩხრეკიათ, ჩემი შვილი და ჩემი სიძე, რომელსაც პატარა ბავშვები ჰყავს, ორი თოთო ბავში ჰყავს. თავში იარაღი ჩაარტყეს. ჩემი ბიაძაშვილების ოჯახები დააწიოკეს, გააღვიძეს, გაჩხრიკეს. ეს არის რეპრესიები, რაც ივანიშვილის რეჟიმმა საქართველოში დაიწყო. მე ვფიქრობ, რომ მე არ ვარ დღეს ბოლო. გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ძალიან ბევრ ოჯახში შევარდებიან ესენი, - ამბობს ბესო გაზდელიანი.