"ადამიანები ითხოვდნენ შველას, ხალხი ქუჩაში ეყარა" - რას ყვებიან აქციის მონაწილეები
აქციაზე დაშავებული მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ათობით მშვიდობიანი მომიტინგე სპეცრაზმმა, დიდი ალბათობით, წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის ერთად გამოყენების შედებად დაშალა.
აქციის მონაწილე "პირველებთან" იხსენებს, რომ ადამიანები ქუცაში ეყარნენ და შველას ითხოვდნენ.
გუშინაც, როგორც გუშინწინ, მხუთავი აირის გამოიყენეს და წყლის ჭავლი თავისთავად. კანზე, მიუხედავად იმისა, რომ მოვახერხე და რძით ჩამოვიბანე და ზეთითაც დავიმუშავე, მაინც წვის შეგრძნება მაქვს. ადაიანებს, რომლებიც ვცდილობდით თავი გადაგვერჩინა, უსაფრთხო ტერიტორიაზე გასვლს ვერ ვახერხებდით, იმიტომ, რომ წინ გვახვედრებდნენ. ადამიანები ითხოვდნენ შველას, ხალხი ქუჩაში ეყარა, - ყვება აქციის მონაწილე თამარ კანკავა.
დაარბიეს ჟურნალიოსტებიც. ჟურნალისტებს უზღუდავდნენ სამუშაო არეალს და მათზე ფიზიკურადაც ძალადობდნენ.
დავინახეთ, ერთ მოქალაქეს რამდენიმე პოლიციელი აკავებდნენ ძალადობრივად და მათ არ უდოდათ, რომ გადაგვეღო მოქალაქის ძალადობრივი მოქალაქის მომენტი. გავიგეთ, რომ ამბობდნენ, მოაშორეთ კამერებიო, ერთ-ერთისგან მიირეს ბრძანება და ჩემს კოლეგას უტყმადნენ, მიუხედავად იმისა, რომ ის ემორჩილებოდა პოლიციის მოწოდებას, მაინც ფიზიკურად ეხებოდნენ და ამ გზით გადაიყვანეს ქუჩიდან. შემდეგ უკვე მეც მომდგენნე. ხელი ისე მკრეს, რომ ქუჩის ერთი ბოლოდან მეორეში გადავვარდი. ვისმენით შეურაცხყოფასაც, - ამბობს "პუბლიკას" ჟურნალისტი ბასტი მგალობლიშვილი.