მოდი, დავიწყოთ მადლობით! მადლობა ახალგაზრდებს! - გიორგი გახარია

09.03.23 12:51
მოდი, დავიწყოთ მადლობით!  მადლობა ახალგაზრდებს! - გიორგი გახარია

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი მადლობას უხდის ყველას, ვინც საქართველოს ევროპული მომავლისთვის იბრძვის. ამის შესახებ ექსპრემიერი სოციალურ ქსელში წერს.

გიორგი  გახარია მადლობას ურყევი მხარდაჭერისთვის სტრატეგიულ მეგობრებსაც  უთვლის  და წერს, რომ ეს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე მხოლოდ გამარჯვების დასაწყისია. 

მოდი, დავიწყოთ მადლობით!

მადლობა ახალგაზრდებს!

მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც იბრძვის საქართველოს ევროპული მომავლისთვის! 
მადლობა ყველა ჩვენს უცხოელ მეგობარს, ევროკავშირს, აშშ-ს ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის ურყევი მხარდაჭერისთვის!
ეს არ არის საბოლოო გამარჯვება. ეს გამარჯვების დასაწყისია. საქართველოს ადგილი ევროპაშია!
ამ კანონის ინიცირებამ, მისმა დაცვამ და უკან წაღებამ ყველას დაანახა, რომ დღეს ქვეყანა იმართება ერთი ადამიანის შიშებით და აღქმებით.
დადგა დრო, რომ ყველამ, პირველ რიგში კი საჯარო სექტორმა, გააკეთოს არჩევანი - ემსახურებით ერთ ადამიანს, თუ ემსახურებით ქვეყანას!
საქართველო ევროპაა - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება აუცილებელია - ძალა კი უკვე მხოლოდ ერთობაშია!, - წერს გახარია.