"ოცნება" ხალხის მოტყუებას ცდილობს - "სირცხვილია"

09.03.23 13:11
"ოცნება" ხალხის მოტყუებას ცდილობს - "სირცხვილია"

მოძრაობა "სირცხვილია" საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ "ქართული ოცნება" რუსული კანონის უკან გაწვევის შესახებ, იტყუება.

მოძრაობა განმარტავს, რომ კანონის უკან გასაწვევად ხელისუფლებამ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი მეორე მოსმენაზე უნდა გაიტანონ და ჩააგდოს.

“ქართული ოცნება” ხალხის მოტყუებას ცდილობს.

გააგებინეთ ყველას და მტკიცედ ვიაროთ, შინ ევროპისკენ.

"ქართული ოცნების" მიერ გავრცელებული განცხადება მანიპულაციურია. კანონპროექტის გაწვევის პროცედურა არ არსეობობს. ეს ნიშნავს, რომ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი მეორე მოსმენაზე უნდა გაიტანონ და ჩააგდონ, - წერს "სირცხვილია.