უნდობლობა გვაქვს, "ოცნებამ" არაერთხელ გადაგვაგდო - სერგო ჩიხლაძე

09.03.23 13:20
უნდობლობა გვაქვს, "ოცნებამ" არაერთხელ გადაგვაგდო - სერგო ჩიხლაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ოპოზიციას და საზოგადოებას "ქართული ოცნების" ნდობა აღარ აქვს, რადგან მათ არაერთი შეთანხმება დაარღვიეს.

ოპოზიციის წევრი განმარტავს, რომ რუსული კანონის უკან გასაწვევად, საჭიროა, 78 -მა დეპუტატმა ამჯერად მწვანეს ნაცვლად წითელ ღილაკს დააჭირონ ხელი. 

ჩნდება უნდობლობა, იმიტომ, რომ ჩვენ არაერთხელ ვნახეთ შეთანხმებები, რომელზეც ხელს აწერს "ქართული ოცნება". რომ გავიხსენთ 8 მარტის შეთანხმება სრულად პროპორციულზე, რომელზეც რამდენიმე კვირაში გადაგვაგდო "ოცნებამ". ვნახეთ 19 აპრილის შეთანხმება, რომელიც გადახია შემდეგ "ქართულმა ოცნებამ". რა ტქმა უნდა, უნდობლობა გავქვს და გვაქვს მოლოდინი, რომ ისევ გადააგდებს ყველას "ქართული ოცნება". უბრალოდ თქმით, რომ "გავიტანე", ასე არ ხდება. ამას სჭირდება დამატებითი ნაბიჯები, რომ მეორე მოსმენაზე იგივე ხალხმა დააჭიროს არა მწვანე ღილაკს, არამედ 78 გავრილოვმა დააჭიროს ისევ წითელ ღილაკს, - ამბობს ჩიხლაძე.