როგორ უნდა გაიწვიოს ხელისუფლებამ რუსული კანონი - იურისტები "ოცნებას" რეგლამენტს ახსენებენ
რუსული კანონის გაწვევის შესახებ განცხადებას კონსტიტუციონალისტები ეხმიანებენ და ხელისუფლებას რეგლამენტს ახსენებენ. იურისტები იმ ნაჯიბების შესახებ საუბრობენ, რომელიც "ოცნებამ" კანონის უკან გასაწვევად უნდა გადადგას.
შვით თეთრზე წერია, რომ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი გაწვევა ინიციატორებს შეუძლიათ მხოლოდ მის პირველ მოსმენამდე. კანონპროექტი უნდა გაიტანონ მეორე მოსმენის პლენალურ და საკომიტეტო სხდომაზე და კენჭისყრაზე დააყენონ და ახლა უკვე წინააღმდეგ მისცენ ხმა კანონპროექტს. შესაბამისად, ეს გააჩერებს მხოლოდ და მხოლოდ ამ საკითხის შემდგომ განხილვებს და აქ დაესმევა წერტილი იმ მღელვარებას, რომელიც ამ რუსული კანონის ინიცირებამ გამოიწვია,. საგაზაფხულო სესიის ბოლო იქნება თუ საშემოდგომო სესიაზე, მეორე და მესამე მოსმენაზე დააყენონ, კენჭი უყარონ და მიიღონ კიდეც. ასე რომ, მხოლოდ და მხოლოდ დროის მოგება და პროტესტის ჩაცხრობა შეიძლება ვიხილოთ თუკი ეს ასე განვითარდა და კენჭისყრაზე წინააღმდეგ არ მისცეს ხმა, - ამბობს იურისტი ლევან ალაფიშვილი.