ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი სასამართლოში გადაჰყავთ
ოპოზიციონერი ლიდერ ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი სასამართლოში გადაჰყავთ. ინფორმაციას ამის შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლება" ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ჯაფარიძე და მოსიაშვილი პოლიციამ 7 მარტს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ძალის გამოყენებით დააკავა. ადვოკატი ამბობს, რომ ზურაბ ჯაფარიძეს დაზიანებები ხელკეტით თავის არეში მიაყენეს.