რუსული პროექტის მაინიცირებელი რეჟიმი თავისუფლების სამშვიდობოს ვერ გაგვიყვანს - გიგა ბოკერია
რუსული პროექტის მაინიცირებელი რეჟიმი ვერ გაგვიყვანს თავისუფლების სამშვიდობოს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" საგანგებო ბრიფინგზე გიგა ბოკერიამ განაცხადა.
ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ მთავარი პრობლემა "ქართული ოცნების" მმართველობაშია და არა რუსულ კანონში, რომლის ხელახალი დაინიცირებაც ხელისუფლებას მისი გაწვევის შემდეგაც შეუძლია.
პროექტი გაწვეულია განაცხადის თვალსაზრისით, ეს რუსული პროექტი, მაგამ რუსული რეჟიმი რჩება. ჩვენ უნდა ავუხსნათ ყველას, რომ იმისდამიუხედავად, როგორ გაიწვევს ამ პროექტს, რას უყრის კენჭს, ჩაგდებას თუ არჩაგდებას, ასეთი პროექტის მაინიცირებელი რეჟიმი ვერ გაგვიყვანს თავისუფლების სამშვიდობოს. მისი შეცვლის გარეშე ჩვენ არ გვაქვს შანსი, რომ ვიყოთ თავისუფალი და დაცული ქვეყანა. იურიდიული ექსპერტები სწორად აღწერენ პრცედურას, ოღონდ მე მცდარი მგონია ამაზე ზედმეტი ფოკუსი. რომც ჩაატარონ ეს პროცესი და ხელახლა უყარონ კენჭი ჩაგდებას, რა? ხელახლა ვერ დააინიცირებენ? , - განაცხადა ბოკერიამ.