"რუსული ოცნების არავის სჯერა" - ლევან ხაბეიშვილის თქმით, ოპოზიცია ბრძოლას აგრძელებს
ოპოზიცია ბრძოლას აგრძელებს. პოლიტიკსოები "ქართულ ოცნებას" უნდობლობას უცხადებენ. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ამბობს, რომ მმართველმა ძალამ პირობა დოკუმენტით უნდა გაამყაროს.
მინდა, გამარჯვება მივულოცო ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ვინც იბრძოდა და იბრძვის საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ამ ახალგაზრდებმა თავისი უკომპრომისო ბრძოლით, სიტყვა უკვე უკან წააღებინეს რუსულ ოცნებას, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ეს გაფორმდეს იურიდიულად და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, "ნაციონალური მოძრაობა" უზრუნველყოფს წერილის შეტანას პარლამენტში, სადაც უახლოეს დღეებში ის, რაც თქვა რუსულმა პარტიამ, ვგულისხმობ ქართულ ოცნებას, ხელმოწერით დაადასტუროს, იმიტომ რომ მათი სიტყვის აღარავის არ სჯერა.
რჩება მოთხოვნა, რომელიც უკავშირდება დაკავებულ სამოქალაქო აქტივისტებს, სხვადასხვა პარტიის წევრებს, ადამიანებს, ვინც იბრძვიან საქართველოს ევროპული მომავლისთვის, მნიშვნელოვანია ამ ადამიანების გათავისუფლება"- განაცხადა ხაბეიშვილმა.