ბრძოლა გაგრძელდება, ვიდრე კანონის გაწვევასთან დაკავშირებით იურიდიულად გაფორმებულ დოკუმენტს არ დავინახავთ - ხაზარაძე

09.03.23 15:20
ბრძოლა გაგრძელდება, ვიდრე კანონის გაწვევასთან დაკავშირებით იურიდიულად გაფორმებულ დოკუმენტს არ დავინახავთ - ხაზარაძე

"თუ გინდათ, რომ კონფლიქტი არ გაგრძელდეს, ყველაფერი კონსტრუქციულ, ჩარჩოებში გადავიდეს, სასწრაფოდ გათავისუფლეთ ის გოგო-ბიჭები, რომლებიც თქვენ დააკავეთ. გაათავისუფლეთ ზურა ჯაფარიძე, რომელიც კანონდარღვევით დააკავეს"- ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, "ოცნებამ" საზოგადოება ბევრჯერ მოატყუა: 

უახლოესი ისტორიის განმავლობაში ჩვენ ბევრჯერ დავინახეთ, როგორ მოატყუა „ოცნებამ“ საზოგადოება. აქედან გამომდინარე, ბრძოლა, წინააღმდეგობა გაგრძელდება ყველა ფრონტზე, სანამ ჩვენ არ დავინახავთ იურიდიულად გაფორმებულ დოკუმენტს გაწვევასთან დაკავშირებით.

გავაგრძელებთ სოფელ-სოფელ სიარულს, რათა ადამიანებს ავუხსნათ, რა საშიშროებასთან გვაქვს საქმე, როგორ უნდა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას შეცვალოს ჩვენი ქვეყნის ისტორიული კურსი“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.