მივმართავ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ უკანონოდ დაკავებული გულანთებული ახალგაზრდები - სოფო ჯაფარიძე

09.03.23 15:53
მივმართავ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ უკანონოდ დაკავებული გულანთებული ახალგაზრდები - სოფო ჯაფარიძე

ენმ-ს წევრი სოფო ჯაფარიძე მადლობას უხდის ახალგაზრდებს იმ თავდადებული ბრძოლისთის, რამაც ხელისუფლებას უკან დაახევინა.

გილოცავთ პირველ გადადგმულ ნაბიჯს წარმატებისკენ.

ჩვენმა ახალგაზრდებმა შეძლეს და საქართველო გამარჯვების გზაზე დააყენეს და ისტორიის ახალი ფურცელი გადაშალეს.

მადლობა ბავშვებო გულანთებული ბრძლისთის. თქვენ ბრძლით შეძელით კრემლგამოვლილი და შავი კანონი შეაჩერეთ.

მივმართავ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ უკანონდ დაკავაბულები და მიეცით მათ თავისუფლებას"- თქვა საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა. 

სოფო ჯაფარიძე ხელოვან ადამიანებს, მომღერლებს, მოუწოდებს დღეს 7 საათზე პარლამენტთან გამოვიდნენ, აქცია კონცერტად გადააქციონ და მონაწილეების გაზის ცრემლები სიხარულის ცრემლებად აქციონ.

მოვუწოდებ, ყველა მომღერალს და ხელოვნას, გამოდით დღეს 19 საათზე პარლამენტთან და ერთად ვაქციოთ დღევანდელი აქცია კონცერტად და გაზის ცრემლების სიხარულის ცრემლებად შევცვალოთ.

ერთად გადავუხადოთ მადლობა ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებმაც შეუძლებელი შეძლეს და რუსულ ხელისუფლებას ათქმევინეს უარი რუსულ კანონზე.

ეს შეიძლება იყოს ხელისუფლების მხირდან მორიგი გადმოგდებული სატყუარა, ამიტომ ვიბრძოლოთ იქამდე, სანამ არ გვექნება გარანტია, რომ ამ კანონს მართალც არ მიიღებენ. 

ასევე, 7 საათზე ველოდებით უკანონოდ დაპატიმრებულ პირებს პარლამენტთან", - ამბობს სოფო ჯაფარიძე.