ზუგდიდში პოლიციელი გარდაცვლილი ნახეს
სენაკში, ჭალადიდში, პოლიციის სამორიგეოში სამართალდამცავი გარდაცვლილი ნახეს - ერთ-ერთი ვერსიით, მოქმედმა პოლიციელმა თავი მოიკლა.
გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.