პირველი მოსმენით მიღებული კანონების გაუქმება შეუძლებელია - ევროპარლამენტარი "ოცნებას"
ევროპარლამენტარი ტეის როიტენი "ოცნებას" მიერ რუსული კანონის ჩაგდებაზე გაკეთებულ განცხადებას უშინაარსოსო უწოდებს.
როიტენი ამბობს, რომ პირველი მოსმენით მიღებული კანონების გაუქმება შეუძლებელია.
"ჯერ ნუ ზეიმობთ.
საქართველოს ხელმძღვანელობის განცხადება, რომ ის "გაუქმებს" რუსული სტილის უცხოელი აგენტების კანონს უშინაარსოა. პირველი მოსმენით მიღებული კანონების გაუქმება შეუძლებელია.
ქართული ოცნება: ნუ „ახსნით“ კანონს. ჩააგდეთ კანონპროექტი მეორე მოსმენაზე, რაც შეიძლება მალე.
ჩვენ დავრჩებით ქართველი ხალხის გვერდით და გავაგრძელებთ მის მტკიცე მხარდაჭერას, იყოს ევროპის ნაწილი".- წერს ევროპარლამენტარი.