ზურა ჯაფარიძეს ცემის კვალი ვიზუალურადაც ეტყობა, ნიკა მოსიაშვილი პროცესზე შეუძლოდ გახდა
თბილისის საქალაქო სასამართლოში ექიმების გამოძახება გახდა საჭირო - პარლამენტთან დაკავებული, პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი ნიკა მოსიაშვილი შეუძლოდ გახდა.
პარტიის ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს კი ძალადობის კვალი ვიზუალურადაც ეტყობა.
პოლიცია დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 მარტს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი სხვა მანიფესტანტების სასამართლო პროცესიც მიმდინარეობს.
პარტია გირჩის წევრები ორი დღის წინ ძალისმიერი მეთოდებით დააკავეს. ორივეს, ჯაფარიძესაც და მოსიაშვილსაც აღენიშნებად მძიმე დაზიანებები თავისაა და კისრისსს მიდამოებშიი...///