სახელმწიფომ ჰუმანურობა აჩვენა, მადლობა პოლიციელებს - ირაკლი კობახიძე

09.03.23 17:30
სახელმწიფომ ჰუმანურობა აჩვენა, მადლობა პოლიციელებს - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ 7-9 მარტს პოლიციამ პროპორციული ძალა გამოიყენა, ხელისუფლებამ კი ჰუმანური სახე აჩვენა. 

ირაკლი კობახიძემ შსს-ს ტანამშრომლებს "მოთმინებისთვის მადლობა გადაიხადა"

ჩვენ ვართ აბსოლუტურად განსხვავებული, რაც გამოჩნდა გუშინ და გუშინწინ, როდესაც ჰუმანურობა კიდევ ერთხელ აჩვენა სახელმწიფომ, მათ შორის, სამართალდამცავმა სტრუქტურებმა და მათ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მოთმინებისთვის და პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად მოქმედებისთვის", - თქვა ირაკლი კობახიძემ.