"ოცნება" გადამგდებია - ახალგაზრდებს მმართველი პარტიის არ სჯერათ
ქართველ ახალგაზრდებს, რუსული კანონის გაწვევის შესახებ, "ოცნების" დაპირების არ სჯერათ.
აქტივისტი დიმიტრი ბიძინაშვილი მმართველ გუნდს გადამგდებს უწოდებს და იხსენებს იმ პერიოდს, როდესაც "ოცნების" ხელისუფლებამ უარი თქვა პროპოპორციული სისტემით ჩაეტარებინა არჩევნები.
ბიძინაშვილი ამბობს, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს და უნდა გათავისუფლდეს ყველა დაკავებული.
დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ყველა ის პატრიოტი, რომელიც იცავდა ამ ქვეყნის ვეროპულ მომავალს. პროტესტი მიიღებს უფრო მასშტაბურ სახეს, რადგან ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი თანამებრძლების მათთვის შეტოვებას. რაც შეეხება "ოცნების" განცხადებას, რომ ისინი გაიწვევენ ამ კანონს, ჩვენ უკვე ეს ნანახი გვაქვს. "ქართული ოცნება" არის გადამგდები და ჩვენ არაერთხელ გადაგვაგდო, თუნდაც პროპორციულის დაპირება და ნახეთ, როგორც კი მუხტი ჩაცხრა საზოგადოებაში, მაშინვე გადაგვაგდეს და მაშინვე თქვეს უარი პროპოპორციული სისტემით ჩაეტარებინა არჩევნები. ასევე გვახსოვს შარლ მიშელის შეთანხმება, საიდანაც საქართველო გავიდა, რაც პროტეტსტი ჩაწყნარდა, ამიოტომ, მე მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც იდგნენ რუსთაველზე, რომ არ გავჩერდეთ და არ მივცეთ უფლება ქართულ ოცნებას, რომ კიდევ ერთხელ მოგვატყუოს და გადაგვაგდოს", - ამბობს დიმიტრი ბიძინაშვილი.
არა რუსულ კანონს - საქართველოს მოქალაქები ზუსტად საათნახევარში ისევ გარეთ გადიან. შეხვედრის ადგილი უცვლელია. საქართველოს პარლამენტთან მიდიან სტუდენტები, ახალგაზრდები და რაც მთავარია ადამიანები, რომელთა თვითმიზანიც ევროპა და ევროკავშირიაა. ხალხის გვერდით იდგებიან პოლიტიკოსებიც.