არაფრის ფასად არ გვიღირდა თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება - კობახიძე
არაფრის ფასად არ გვიღირდა თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება - ამის შესახებ "ქართული ოცების" თავმჯდომარემ "რუსული კანონის" უკან გაწვევასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, აქციაზე რისკები მაღალი იყო ამიტომ მმართველმა პარტიამ მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება.
როფორც მოგეხსენებათ გუშინ, გუშინწინ იყო ძალადობრივი ფაქტები, იყო მაშინაც გარკვეული რისკები, თუმცა, ეს რისკები შეიძლება გაზრდილიყო. ჩვენ არაფრის ფასად არ გვიღირდა თუნდაც ერთი ადამიანის, იქნებოდა ეს ახალგაზრდა თუ არაახალგაზრდა, თუნდაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობის ან მითუმეტეს, სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება, იყო ინფორმაციაც, იყო კონკრეტული მოლოდინებიც გარკვეულ რისკებთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც დილას გავახმოვანეთ.
რამდენიმე საათიწ წინ, "ქართული ოცნების" ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტის ორივე ვერსია უკვე გამოიხმეს ვენეციის კომისიიდანაც.