7-8 მარტი დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული თაობის ყველაზე ხმამაღალი სიტყვა იყო პოლიტიკაში - კვირიკაშვილი

09.03.23 17:52
7-8 მარტი დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული თაობის ყველაზე ხმამაღალი სიტყვა იყო პოლიტიკაში - კვირიკაშვილი

ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა დასავლური დემოკრატიული კურსის ერთგულება.

მისივე თქმით, 7-8 მარტი დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული თაობის პირველი ყველაზე ხმამაღალი სიტყვა იყო ქართულ პოლიტიკაში

"ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა ევროპული ფასეულობების და დასავლური დემოკრატიული კურსის ერთგულება. და მაინც, 2023 წლის 7-8 მარტის მართლაც და საყოველთაო პროტესტის მთავარი შედეგი იყო  დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული თაობის პირველი ყველაზე ხმამაღალი სიტყვა ქართულ პოლიტიკაში."- წერს გიორგი კვირიკაშვილი.