ვინც აქეზებდა ძალადობისკენ ყველამ უნდა აგოს კანონის წინაშე პასუხი - ირაკლი კობახიძე

09.03.23 17:56
ვინც აქეზებდა ძალადობისკენ ყველამ უნდა აგოს კანონის წინაშე პასუხი - ირაკლი კობახიძე

თუკი ვინმე აქეზებდა ადამიანებს ძალადობისკენ, რა თქმა უნდა, ყველამ უნდა აგოს კანონის წინაშე პასუხი - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ძალიან ბევრ შსს-ს წარმომადგენელს, სპეცრაზმელს აქვს დაზიანებები მიყენებული. 

მან პასუხისმგებლობა პოლიტიკოსებს დააკისრა. 

 იყო ასეთი მოწდებები, იყო ძალადობის ფაქტები, ძალიან ბევრ შსს-ს წარმომადგენელს, სპეცრაზმელს აქვს დაზიანებები მიყენებული, მათ ორის, მოლოტოვის კოქტეილებით, რაც იყო ორგანიზებული პოლიტიკური ძალების მიერ, ვგულისხმობ მხოლოდ ძალადობრივ ჯგუფებს, ამაზე, რა თქმა უნდა, პოლიტიკოსებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა, დანარჩენი არის უწყებების საქმე, მათ უნდა გამოარკვიონ, ვინ არის კონკრეტულად პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე.