"ოცნება ვერავის გაათავისუფლებს"- კობახიძე დაკავებულ დემონსტრანტებზე

09.03.23 18:11
"ოცნება ვერავის გაათავისუფლებს"- კობახიძე დაკავებულ დემონსტრანტებზე

„მმართველი პარტია ვერავის გაათავისუფლებს“ - ასე პასუხობს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე "პირველების" ჟურნალისტის კითხვას, რომელიც 7-8-9 მარტის აქციებზე დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლების შესაძლებლობას შეეხებოდა. 

„მმართველი პარტია ვერავის ვერ გაათავისუფლებს და ვერც დაიჭერს. რაც შეეხება უწყებებს, ეს არის მათი საქმე და უწყებები მოქმედებენ არა პოლიტიკური მოთხოვნების შესაბამისად, არამედ კანონების შესაბამისად. რაც იქნება გათვალისწინებული კანონით, გაკეთდება ზუსტად ის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 ბოლო სამი დღის განმავლობაში 133 დემონსტრანტია დაკავებული.