პრეზიდენტმა ძალადობის რომანტიზება მოახდინა - პაპუაშვილი ზურაბიშვილის წინააღმდეგ
პარლამენტის თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილს უპირისპირდება - მმართველი პარტიამ საქართველოს პრეზიდენტს პოლიტიკური ომი აქციის მშვიდობიანი მონაწილეების მხარდაჭერის გამო გამოუცხადა.
"ქართული ოცნება" ზურაბიშვილს "ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებს"
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, როდესაც "პოლიციის მიერ წესრიგის აღდგენის ოპერაცია, მიმდინარეობს პრეზიდენტისგან ხალხი მშვიდობისკენ მოწოდებას მოელის და არა რომანტიზებით პოლიციის დაუმორჩილებლობის წახალისებას".
ძალიან იმედგაცრუებული ვარ პრეზიდენტის პოზიციით, რომელმაც გუშინ გარკვეულწილად რომანტიზება მოახდინა ამ ძალადობისა, როდესაც მან ერთ-ერთი ვიდეო დადო და აღწერა, როგორც სირენების ფონზე მოცეკვავე ტინეიჯერები. ეს სირენები იყო საპოლიციო ღონისძიების სირენები, ანუ ნიშნავდა, რომ იქ იყო ძალადობა და პოლიციას უწევდა წესრიგის აღდგენა. როდესაც პრეზიდენტი რომანტიზებას ახდენს, როგორც სირენების ფონზე მოცეკვავე ტინეიჯერებისა, ეს არ არის ის დამოკიდებულება, რომელიც პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს პარლამენტის მიმართ და მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვალდებული ვარ, ამას ხაზი გავუსვა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე სირენების ხმაზე მოცეკვავე ახალგაზრდების ვიდეო გააზიარა.
„ისინი ცეკვავენ სირენების ხმაზე. მაგარი ახალგაზრდების თაობა“- დაწერა პრეზიდემტმა.