იმედი მაქვს, ხელისუფლება ერთ ოლიგარქს ან კრემლს არ მოუსმენს და თავის ხალხს მეორედ არ უღალატებს - ლექსმანი
ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი იმედს გამოთქვამს, რომ "ქართული ოცნება" თავის სიტყვას შეასრულებს კანონპროექტის გამოთხოვასთან დაკავშირებით და მის ხალხს მეორედ არ უღალატებს.
ლექსმანი ასევე იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ბინა ივანისვილს და კრემლს არ გადააყოლებს ქვეყნის ევროპულ მომავალს.
ევოდეპუტატი მმართველ გუნდს ასევე მოუწოდებს გააცნობიეროს, რომ შესაძლოა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი დაკარგოს
ეს კანონი საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდაა მიმართული და ჰყოფს საქართველოს ევროპული მომავლისგან. საქართველოს მთავრობას შეეძლო ეს ყველაფერი თავიდან აერიდებინა, აშკარა იყო, რომ ევროპული ინსტიტუტები ამ კანონს აკრიტიკებდნენ, რადგან ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პროცედურებს. რა თქმა უნდა, შეეძლოთ აერიდებინათ, მაგრამ ბრძენი ხალხი საკუთარ შეცდომებზე სწავლობს , ამ მიზეზით, იმედი მაქვს, რომ მთავრობა იმოქმედებს პასუხისმგებლიანად. იმედი მაქვს, მთავრობა იმავე შეცდომას ორჯერ არ დაუშვებს, შეასულებს თავის სიტყვას, რომელიც ხალხს მისცა. თუ მთავრობა ამბობს, რომ კანონს გამოიწვევს, ვიმედოვნებ, რომ მთავრობა თავის ხალხს მეორედ არ უღალატებს და კიდევ უფრო დიდი იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება არ მოუსმენს ერთ ოლიგარქს ან კრემლს , როცა საქმე ქვეყნის ინტერესს შეეხება. თუ იქნება მცდელობა ხელახლა ამ კანონის მიღებისა, ეს შეაჩერებს შესაძლებლობას ევროპის წევრობისა. ხელისუფებას არ ეგონა, რომ ხალხს ყელში ამოუვიდა ეს მიდგომა და გააცნობიერეს, რომ კანდიდატის სტატუსი შეიძლება დაკარგონ.
იმედი მაქვს, რომ ეს ცვლილება შეცვლის მტავრობის ქმედებებს და ხალხის მხარეს დაიწერენ", - ამბობს ლექსმანი