ხმაური ზურა ჯაფარიძის სასამართლოზე - შეკრებილები პროცესის გადადებას ითხოვენ

09.03.23 18:20
ხმაური ზურა ჯაფარიძის სასამართლოზე - შეკრებილები პროცესის გადადებას ითხოვენ

ხმაურია თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ანტირუსულ აქციაზე დაკავებული ზურაბ ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის პროცესი  მიმდინარეობს.

სასამართლო დარბაზში ისმის შეძახილები "მონები!" - მოქალაქეები პროცესის გადადებას ითხოვენ, რადგან ნიკა მოსიაშვილი ცუდად გახდა. შეუძლოდაა "გირჩის" ლიდერიც. 

ნიკა მოსიაშვილს მაღალი წნევა აქვს, თუმცა მოსამართლე სხდომის გადადების გადაწყვეტილებას არ იღებს. 

ადვოკატები ამბობენ, რომ დაკავებისას "გირჩის" წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.