"გირჩის" ლიდერების პროცესი გადაიდო - მოსამართლემ აღიარა, რომ ჯაფარიძე და მოსიაშვილი საავადმყოფოში არიან გადასაყვანი

09.03.23 18:52
"გირჩის" ლიდერების პროცესი გადაიდო - მოსამართლემ აღიარა, რომ ჯაფარიძე და მოსიაშვილი საავადმყოფოში არიან გადასაყვანი

ზურა ჯაფარიძე სასამართლო გადაიდო - "გირჩის" ლიდერი სასამართლო დარბაზიდან, კლინიკაში გამოკვლევებზე უნდა გადაიყვანონ.  მოსამართლემ აღიარა, რომ ის საავადმყოფოშია გადასაყვანი.

ჯაფარიძესთან ერთად ნიკა მოსიაშვილიც გათავისუფლდა, რადგან კანონით დადგენილი 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა უკვე ამოიწურა. 

მომდევნო სასამართლო პროცესი  10 მარტის 16:00 საათზე გაიმართება. 

 სასწრაფო იყო მოსული და დაადგინეს რომ გადაყვანას ვექვემდებარებით საავადმყოფოში გადაყვანას გამოკვლევებისთვის, იმისთვის, რომ შესაძლოა მიღებული გვქონდეს თავის ტვინის დაზიანებები.

მოსამართლე არის ანგაჟირებული, მოიკლა თავი, არ უნდოდა პროცესის გადადება, მათ შორის სასამართლოს ექიმმა დაადასტურა, რომ მოსიაშვილს ჰქონდა მაღალი წნევა და აწუხებდა თავის ძლიერი ტკივილი, დაალევინა წამლები და დაელოდა, წნევამ არ დაუწია მოსიაშვილს მაინც გააგრძელა პროცესი. ამ ყველაფერს დასჭირდა სასწრაფოს მოსვლა და სასწრაფოს მხრიდან დადასტურება, რომ გვჭირდება გადაყვანა გამოკვლევაზე" - თქვა  ჯაფარიძემ.

ოპოზიციონერი ამბობს, რომ "თუ გაქაჩავს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდდება". 

"გირჩის" ლიდერმა ჟურნალისტებს დეტალურად უთხრა, როგორ და რავითარებაში გაუსწორდნენ, მას ანტირუსულ აქციაზე. 

მისი თქმით, მას სპეცდანიშნულების რაზმი 9 აპრილის ქუჩაზე გაუსწორდა. იზოლატორში ძალადობას ადგილი არ ჰქონია.