გვათრიეს, გვცემდნენ ხელკეტებით, ყბებში გვირტყეს - "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერები გატაცებას იხსენებენ
"გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერები დღეს დეტალურად იხსენებდნენ, როგორ და რავითარებაში უსწორდებოდნენ მათ სამართლდამცველები.
"ჩვენ დაკავებულები არ ვიყავით, ჩვენ ვიყავით გატაცებულები"- უთხრა ზურა ჯაფარიძემ ჟურნალისტებს.
ჯაფარიძის თქმით, მის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. პოლლიტიკოსის განცხადებით, მას სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
სინამდვილეში ეს არის ჩვენი გატაცების საქმე. ჩვენ ვიყავით აქციაზე, არავისთვის არანაირი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია, პირიქით, სპეცრაზმის წევრებმა დაიწყეს ახალგაზრდების ცემა, რა დროსაც კადრი ჩანს, რომ მე ზურგით ვდგები სპეცრაზმთან, რომ ამ ბავშვებს გადავეფარო და მაგ დროს გადამათრიეს უკან, მიმათრევდნენ და 5-6 ადამიანი მირტყამდა"- იხსენებს ჯაფარიძე.
პოლიტიკოსისს განცხადებით, სპეცრაზმის წევრებმა მისი ცემა დაკავების შემდეგაც გააგრძელეს:
9 აპრილის ქუჩაზე, საიდანაც გამოდიან ხოლმე, შიგნით გააგრძელეს ჩვენი ცემა, ხელებით, ფეხებით, ხელკეტებით, მათ შორის თავზე რაც დაზიანებები მაქვს ხელკეტებისგან მაქვს.
მე შიგნით გავაგრძელე საუბარი, პოლიციელებს ვესაუბრებოდი, რის შემდეგაც გააგრძელეს და ფეხზე დამდგარი გვცემეს, ყბებში გვირტყეს. ამის შემდეგ გვითხრეს, რომ თუ ლაპარაკს გავაგრძელებდით ისევ გააგრძელებდნენ, რის შემდეგაც მე ლაპარაკი შევწყვიტე" ამბობს ჯაფარიძე.
გირჩი მეტი თავისუფლების წევრი ნიკა მოსიაშვილი კი აცხადებს, რომ "დარტყმის მომენტში გონება რამდენჯერმე დაკარგა".
ვესაუბრებოდით სპეცდანიშნულების რაზმის წევრებს და პოლიციელებს. არ ყოფილა არანაირი სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი. ადამიანები, ვიღაცები რომ ემოციურად ისვრიდნენ აქეთ-იქით ბოთლებს და ყვიროდნენ, ჩვენ პირიქით, მოვუწოდებდით ადამიანებს, რომ სიმშვიდე შეენერჩუნებინათ.
რაღაც მომენტში მათი ხელმძღვანელი გამოვიდა და გვითხრა, რომ საუბრის უფლება არ გვქონდა და უნდა გავჩუმებულიყავით. ერთ მომენტში მოხდა რაღაცა ესკალაცია. ჩემს წინ ვიღაცას დაარტყეს.
ბევრი რაღაც არ მახოვს, იმიტომ რომ ამ დარტყმის მომენტში რამდენჯერმე გონება დავკარგე და ეს აღარ მახსოვს. ის მახსოვს, რომ მის წინ გადავედი, მერე შეგვათრიეს იქ. ამ შეთრევის მომენტში ნორმალურად გვცემეს. რომ წამოგვაყენეს და ფეხზე როცა დავდექით, იქაც რამდენჯერმე დაგვარტყეს. ამის მერე მე გადამიყვანეს დიღმის სამმართველოში და იმათგან მსგავსი რამ არ ყოფილა, - ამბობს მოსიაშვილი.