მე მაქვს თქვენი იმედი, თქვენს გვერდით ვარ! - პრეზიდენტი აქციის მონაწილეებს
მე მაქვს თქვენი იმედი, თქვენს გვერდით ვარ! - პრეზიდენტის მორიგი სოლიდარობა აქციის მონაწილეებს. ამერიკის შეერთებული შტატებიდან გავრცელებულ მიმართვაში აცხადებს, რომ "ვეტოს დაადებს ნებისმიერ კანონს, რომელიც ევროპულ გზასთან თავსებადი არ არის".
ნუ გეშინიათ. ხელისუფლების მიმართ არის და გასაგებია რატომაც, უნდობლობა ამ გზაზე და ნუ გეშინიათ რას იზავენ, რომელ კანონს შემოიტანენ თუ გაიტანენ - ნებისმიერ კანონს და ეს მე სულ ადრე მქონდა ნათქვამი, რომელიც არ იქნება თანხვედრაში ჩვენს ევროპულ გზასთან, ნებისმიერ კანონს დავადებ ვეტოს და ეს ვეტო უკვე აღარაა ცარიელი ვეტო, რადგანაც ამ ვეტოს უკან დგახართ თქვენ, და მე ვარ თქვენი იმედით, თქვენ თუ ხართ ჩემი იმედით, მე ნამდვილად მაქვს თქვენი იმედი. მეამაყება საქართველოს ახალგაზრდობა და არა მხოლოდ ახალგაზრდობა. მეამაყება ყველა ის ადამიანი, რომელიც გამოვიდა, რომელმაც გამოხატა თავისი ნება და თავისი ევროპულობა. ეს არაა პირველად საქართველოს ისტორიაში და ეს არის ის, რითაც ჩვენ სწორედ მოვდივართ და რატომღაც ჩვენ აქ ვართ სადაც ვართ და მივაღწიეთ ამდენს"- აცხადებს პრეზიდენტი მიმართვაში.
მე ვარ თქვენ გვერდით და ვიქნები თქვენს გვერდით! - დასძენს სალომე ზურაბიშვილი.