"არ გვჯერა კრემლის დაპირებების, გაათავისუფლეთ დაკავებულები" - რუსთაველზე აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ
რუსთაველზე აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ.
ოპოზიციონერები ამბობენ, რომ ბევრჯერ უნახავთ "ოცნების" შეცვლილი პირობები, ამიტომ ბოლომდე ბრძოლას აანონსებენ.
"ჩვენ არ გვჯერა კრემლის სიტყვების და კრემლის დაპირებების. ბრძოლა გრძელდება. გამოუშვით დაკავებულები. სად არის ივანიშვილის რეჟიმის და მისი მარიონეტული მთავრობის დასაჭერი პატრიოტები. არანაირი ჯარიმა, არანაირი სასჯელი, ყველანი თავისუფლებაზე". - ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.