უკან დახევა თუ თაღლითობა? - უნდა ენდოს თუ არა ხალხი "ოცნების" სიტყვას
ორდღიანმა თავდაუზოგავმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო. ხელისუფლება იძულებულია უკან დაიხიოს. "გავიწვევთ კანონს ყოველგვარი დათქმების გარეშე" - ასე დაიწყო დღეს "ოცნების" მძიმე დილა.
რუსთაველის გამზირზე თანხმდებიან, რომ პროტესტმა დაარწმუნა ხელისუფლება, რომ იმ წითელი ხაზის გადაკვეთას, რომელმაც ქვეყნის ევროპული მომავალი დააყენა საფრთხის ქვეშ მათ არავინ აპატიებდა.
მმართველი გუნდი პირობას დებს, რომ პირველივე სხდომაზე რუსულ კანონს ჩააგდებს.
ახლა ჩნდება კითხვა - უნდა ენდოს თუ არა ოცნების სიტყვას ხალხი. რუსული კანონის ფორმალური ინიციატორი, ხალხის ძალა ჯერ დათმობას არ აპირებს. რადიკალები არ გამორიცხავენ, რომ ხელმეორედ შეიტანონ კანონპროექტი პარლამენტში. ეს კი აჩენს ეჭვს, რომ დღევანდელი თითქოს უკან დახევის დემონსტრირებით ოცნება სავარაუდოდ, დროის მოგებას ცდილობს იქამდე, ვიდრე ქვეყანაში პროტესტი არ ჩაცხრება.
ყველა დეტალი რუსული კანონის გაწვევის ირგვლივ - ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში: