"ოცნების" სიტყვების სავარაუდოდ, არც დასავლეთში სჯერათ - საერთაშორისო რეაქცია უმწვავესია

09.03.23 21:22
"ოცნების" სიტყვების სავარაუდოდ, არც დასავლეთში სჯერათ - საერთაშორისო რეაქცია უმწვავესია

"ქართული ოცნებისგან" პოლიტიკურ თაღლითობას მიჩვეული ევროპარლამენტარები, საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რა შედეგი დადგება მათთვის, თუ დღეს დადებულ პირობას არ შეასრულებენ და რუსულ კანონს უკან არ გაიწვევენ.

"7-8 მარტის მრავალათასიანი აქციების და ხალხის წინააღმდეგ ძალის გამოყენების თავიდან აცილება "ოცნებას" შეეძლო" - უთხრა "პირველებს  ევროპარლამენტმა მირიამ ლექსმარმა

​"ოცნებამ" დააანონსა, რომ რო საშიშ კანონს გაიწვევს, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ახლა ელჩები და ევროდეპუტატები, საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ, ევროკავშირის12 მოთხოვნიდან ყველა შეასრულოს. 

პროცესმა რომლის პოლიტიკური შედეგიც ქართლმა ოცნებამ ვერ მიიღო, მმართველი პარტია დააზიანა, მთელი მსოფლიო მედია ახლა ლაპარაკობს - "როგორ ცდილობს ქართულ ოცნება საქართველოში პუტინის კანონები დაამტკიცოს"

მთელი დღეა , ევროპარლამენტარები ტვიტერზე საქართველოს ხელისუფლების ქმედებას ეხმაურებიან. კანონის გაწვევამ დადებითი რეაქციები გამოიწვია, თუმცა ამბობენ, რომ საქმე პროცედურულად ბოლომდე უნდა მივიდეს. აშკარაა, ხალხის პროტესტმა დასავლეთის ზეწოლასთან ერთად შედეგი გამოიღო.