სპეცრაზმი და კრიმინალური პოლიცია მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ყველა მეთოდს იყენებდა - რეპორტაჟი

09.03.23 21:31
სპეცრაზმი და კრიმინალური პოლიცია მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ყველა მეთოდს იყენებდა - რეპორტაჟი

წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი,  მხუთავი აირი, გაზის კაფსულები და ხელკეტები - სპეცრაზმი და კრიმინალური პოლიცია  მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ყველა მეთოდს იყენებდა. დაშავებულია ათეულობით ადამიანი, მათ შორის არასრულწლოვნები და მედიის წარმომადგენლები. ნაწილის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ. 

სპეცრაზმის სისასტიკეს   აქციის მონაწილეები ვერსად  დაემალნენ, ყველგან ფეხ და ფეხ დასდევდნენ და გაზის კაფსულებს ესროდნენ. ასე მოხდა   ქაშუეთის ტაძარშიც. დემონსტრანტებს ეგონათ, რომ ეკლესია  უსაფრთხო თავშესაფარი იქნებოდა, თუმცა შეცდნენ.   დიდი რაოდენობით მხუთავი აირი სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა ტაძარშიც გაუშვეს, რის შემდეგაც ახალგაზრდა დემონსტრანტებისთვის იქ  ყოფნა უკვე გაუსაძლისი გახდა.