მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, კანონპროექტი ოფიციალურად გააუქმოს - ნედ პრაისი

10.03.23 10:06
 მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, კანონპროექტი ოფიციალურად გააუქმოს - ნედ პრაისი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი ნედ პრაისი საქართელოს ხელისუფლებას მოუწოდებს რუსული კანონი ოფიციალურად გააუქმოს. უცხოელი მაღალჩინოსნის თქმით, ამ ტიპის კანონმდებლობა საქართველოს ევროატლანტიკურ ღირებულებებთან შეუთავსებელია. 

ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ გარკვევით თქვა, რომ საქართველოს ერთადერთი არჩევანი საქართველოსთვის უსაფრთხო და აყვავებული ევროპული მომავალია.ჩვენ - მიუხედავად იმისა, რომ მივესალმებით კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილებას,  "უცხოური გავლენის შესახებ", მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ოფიციალურად გააუქმოს ეს კანონპროექტი და არ წარადგიონს ამ ტიპის კანონმდებლობა, სწორედ იმიტომ, რომ ის შეუთავსებელია საქართველოსა და ევრო-ატლანტიკურ ღირებულებებთა და ძირითადი თავისუფლებების დაცვასთან. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, რომ ერთობლივად იმუშაონ იმ რეფორმებზე, რომლებიც სასწრაფოდ არის საჭირო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რაც საქართველოს მოქალაქეების უდიდესი სურვილია, - განაცხადა ნედ პრაისმა.