თბილისში პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა - "Amnesty International"
"Amnesty International" თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებს საგანგებო განცხადებით ეხმიანება. გავლენიანი ორგანიზაცია წერს, რომ 7 და 8 მარტს რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე პოლიციამ მომიტინგეების მიმართ არაპროპორციული ძალა გამოიყენა, რაც დაუყოვნებლივ გამოძიებული უნდა იქნას.
ხელისუფლებამ საბოლოოდ პროტესტის მონაწილეების მოთხოვნა შეისმინა. ქუჩებში გამოსულმა მოსახლეობამ დიდი გამბედაობა გამოიჩინა, რომლებსაც მთავრობა წყლის ჭავლით და ცრემლსადენს გაზით დაუპირისპირდა.
ყველა, ვინც მშვიდობიანი დემონსტრაციის დროს დააკავეს, გათავისუფლებული უნდა ყოფილიყო. პროტესტის მონაწილეების განცხადებით, მომიტინგეების დევნის, დაკავებების და ცემის პარალელურად, პოლიცია მათ გასასვლელ გზებს უბლოკავდა. პოლიციამ სცემა და დააკავა მინიმუმ 77 ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მომიტინგეები და ჟურნალისტები.
ხშირ შემთხვევაში სამართალდამცველების მხრიდან ძალის გამოყენება არაპროპორციული იყო. ცრემლსადენი გაზის და წყლის ჭავლის გამოყენება წამების და სხვა დაუნდობელი მოპყრობის ტოლფასია და აუცილებლად გამოძიებული უნდა იქნას, - წერს გავლენიანი ორგანიზაცია.