"პოლიციელებზე მოძალადე პირები უმკაცრესად დაისჯებიან" - შსს დაკავებებს აანონსებს
შსს დაკავებების ახალ სერიას აანონსებს. განცხადება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, 7-8 მარტს გამართულ საპროტესტო აქციებზე არაერთი პოლიციელი დაშავდა და ყველა ასეთ ფაქტს პოლიცია სწავლობს. მისი თქმით, თითოეული მომიტინგე, რომელმაც პოლიციის მიმართ ძალადობრივი ქმედება განახორციელა, უმკაცრესად დაისჯება.
7-8 მარტს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიასა და რუსთაველის გამზირზე გაიმართა საპროტესტოს აქცია, რომელიც არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციების კანონით დაშვებულ ნორმებს და გადაიზარდა ძალადობრივ ქმედებაში.
პირველ რიგში, ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში კატეგორიულად დაუშვებელია პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფა, მასზე თავდასხმა და მის მიმართ ძალადობრივი ქმედების განხორციელება.
ორი დღის განმავლობაში საპროტესტო აქციის მონაწილეტა ძალადობრივი ქმედების შედეგად დაშავდა შსს-ს 58 თანამშრომელი. მათ შორის, 5 ამ დრომდე რჩება სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში. ყველამ კარგად ნახა როგორ ესროდნენ ცეცხლმოკიდებულ საგნებს, პიროტექნიკას თუ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს ჩემს კოლეგებს, რის შედეგადაც რამდენიმე მათგანმა მძიმე ხარისხის დამწვრობა მიიღო.
ასევე, ყველა მედიასაშუალების ეთერში კარგად ცანდა, აქციის მონაწილეები როგორ ისროდნენ პოლიციელების მიმართულებით სხვა დასხვა ბლაგვ საგნებს, ქვებს, ხის თი რკინის ნივთებს, რის შედეგადაც არაერთმა პოლიციელმა მიიღო მძმე ხარისხის დაზიანება.
შსს სწავლობს პოლიციელების მიმართ განხორციელებულ ძალადობის თითოეულ ფაქტს გამოვლენილი დამნაშავე პირები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან, - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.