პარლამენტში ბიუროს სხდომა იწყება - საკანონმდებლო ორგანოში ისევ დაცვაა გამაგრებული

10.03.23 11:30
პარლამენტში ბიუროს სხდომა იწყება - საკანონმდებლო ორგანოში ისევ დაცვაა გამაგრებული

პარლამენტის შენობის პირველ სართულზე ისევ დაცვის სამსახურია მობილიზებული, გადაკეტილია საკანონმდებლო ორგანოს შიდა ეზოც. სახალხო პროტესტის შემდეგ მმართველმა გუნდმა დღეს რუსული კანონი უკან გაიწვიოს. ბიუროს სხდომა ნახერ საათში დაიწყება. უმრავლესობა ამბობს, რომ მწვანე ღულაკს დღეს ხელს არ დააჭერენ და კანონპროექტს ჩააგდებენ.

ოპოზიცია კი ამბობს, რომ ხელისუფლებას ნდობა არ შეიძლება და რუსთაველზე შეკრებილ ადამიანებს სიფხიზლისკენ მოუწოდებენ. ხელისუფლების ოპონენტები არ გამორიცხავენ,რ ომ ეს "ოცნების" მხრიდან მორიგი ტრიუკი იყოს და გარკვეული პერიოდის შემდეგ კანონპროექტი ხელახლა დააინიცირონ. 

ჩვენ გვაქვს ორი მთავარი ამოცანა, ეს არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება, ეს არის რუსეთთან დაკავშირებული რეჟიმის ჩამოშორება ქვეყნის მართის სადავეებიდან. ამისსათვის აუცილებელია კონკრეტული საკითხები: სასამართლოს კლანისგან გათავისუფლება, რეალური დეოლიგარქიზაცია და ა.შ. ეს ამოცანები არსად წასულა. ეს ადამიანები, ვინც რუსულ კანონს მხარი დაუჭირა, არ გაპატისონდებიან და მათი ნდობა არ შეიძლება, იმიტომ, რომ როგორც კი თავს ამოყოფენ, მყისიეერად შეეცდებიან, რომ კვლავ ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ იმოქმედონ, - ამბობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე.