როგორც არ შეიძლება რუსს ენდო, ისე არ შეიძლება ჩვენს ხელისუფლებას ენდო - ნადიმ ხმალაძე
უკრაინაში მებრძოლი ჯარისკაცი ნადიმ ხმალაძე, რომელიც სამი დღეა საქართველოშია, საქართველოს პარლამენტთან იმყოფება.
მებრძოლი ამბობს, რომ "ოცნებას" არ ენდობა და არ სჯერა, რომ რუსულ კანონს ჩააგდებენ.
ხმალაძე მმართველ გუნდს ღიად და საჯაროდ მოიხსენიებს რუსულ ხელისუფლებად და ამბობს, რომ "ოცნებამ" ბევრჯერ მოიტყუა.
"ჩვენ ბევრი გამოცდილება გვაქვს იმის და მიზეზიც რომ არ ვენდოთ. ამ ბოლო წლების განმავლობაში იმდენჯერ მოგვატყუეს. თუნდაც პირველი დღე აქციი, როდესაც მე უკრაინიდან ჩამოვფრინდი, ჩვენ დავიშალეთ, იმიტომ, რომ დღის პირველ ნახევარში გამაოცხადეს ჩვენ კანონს არ ვღებულობთო, საღამოსკენ კი დაიწყეს კანონის მიღება. არ შეიძლება ენდო რუსს და რუს ხელისუფლებას. მე რუსეთუმე ხელისუფლებას არ ვეძახი, პირსდაპირ ისინი არიან რუსული ხელისუფლება. როგორც არ შეიძლება რუსს ენდო, ისე არ შეიძლება ჩვენს ხელისუფლებას ენდო", - ამბობს ნადიმ ხმალაძე.