რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ორი ადამიანი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ორი ადამიანი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ ყველა გაუშვეს, თუმცა ამ წუთებში უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცი იიზოლატორიში ბრალის წარდგენას ელოდება.
თორნიკე ანდღულაძეს სისხლის სამართლის დანაშაულს ედავებიან. 133 დაკავებული ადამიანიდან, ნაწილი სასამართლომდე არც კი მიიყვანეს. მოქალაქეეები ამტკიცებენ, რომ აღიარებითი ჩვენებები პოლიციამ მათ მანქანაში დააწერინა.
პირადად ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იბრძოდა როგორც საქართველოში ასევე უკრაინაში. იქაც რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, აქაც ჩამოვიდა და აქაც რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა. თუ რუსეთის წინააღმდეგ ბრძლა დანაშაულია, მაშნ ყველა დაგვიჭირონ, იმიტომ, რომ აქციაზე აბსოლუტურად ყველა ვიყავით. ედავებიან კონკრეტულად სისხლის სამართლის კოდექსის 33 პრიმა მუხლის პირველ ნაწილს, რაც ნიშნავს პოლიციაზე ან სპეცრაზმზე თავდასხმას. სპეცრაზმზეა აქცენტი გაკეთებული. ველოედბი წუთი წუთზე გამომძიებელს, რომ ბრალი არუდგინონ. სასამართლოზე, რა თქმა უნდა, მოვითხოვთ, რომ აღკვეთის ღონისძიება საერთოდ გაუქმდეს, გაათავისუფლონ ეს ადამიანი, იმიტომ, რომ სასამართლომაც შეინარჩუნოს სახე, როგორც "ქართულმა ოცნებამ" გაიწვია კანონი და ყველაფერი უკან წაიღო, სასამართლოსაც მოვუწოდებ, იყვნენ სამართლიანები და ობიექტურები და არავინ დააკავონ საქართელოს დაცვისთვის, - ამბობს ადვოკატი.
დღეს 16:00 საათძე ჩანიშნული ზურაბ გირჩი ჯაფარიძის და მისი თანაგუნდელის ნიკა მოსიაშვილის სასამართლო პროცესიც.