გვსურს, პარლამენტის წევრებმა დააჭირონ ხელი წითელ ღილაკს და უარყონ კრემლის მიერ შთაგონებული კანონები - დეგნანი

10.03.23 11:34
გვსურს, პარლამენტის წევრებმა დააჭირონ ხელი წითელ ღილაკს და უარყონ კრემლის მიერ შთაგონებული კანონები - დეგნანი

გვსურს, პარლამენტის წევრებმა დააჭირონ ხელი წითელ ღილაკს და უარყონ კრემლის მიერ შთაგონებული კანონები – ამის შესახებ კელი დეგნანმა განაცხა.

მისივე თქმით, საქართველოს არ სჭირდება ეს კანონები და გამჭვირვალობა იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოში შემოსული მთელი ფინანსური დახმარება გამოყენებული იყოს საქართველოს საუკეთესო ინტერესებისთვის.

დეგნანმა ასევე აღნიშნა საქართველოს მოქალაქეების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების წვლილი ამ კანონის გამოთხოვის პროცესში, რომელიც მისი თქმით, საბოლოოდ მმართველმა გუნდმა მიიღო. 

„საქართველოს მოსახლეობამ, განსაკუთრებით სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა, ისაუბრეს ხმამაღლა, მკაფიოდ და მმართველმა პარტიამ საბოლოოდ მოუსმინა მათ. ახლა ჩვენ ყველას გვსურს, ვიხილოთ, რომ პარლამენტის თითოეულმა წევრმა დააჭიროს ხელი წითელ ღილაკს და ოფიციალურად უარყოს ეს კანონები, რომლებიც შთაგონებულია კრემლის მიერ და არ არის აუცილებელი საქართველოში. საქართველოს არ სჭირდება ეს კანონები. უკვე არსებობს საკმარისი დაცვა და გამჭვირვალობა იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოში შემოსული მთელი ფინანსური დახმარება გამოყენებული იყოს საქართველოს საუკეთესო ინტერესებისთვის, იმ ქართველების დასახმარებლად, ვინც ბევრს მუშაობს ადგილობრივი თემების დასახმარებლად მთელ ქვეყანაში. ამას აკეთებს უცხოური დახმარება საქართველოში 30 წლის განმავლობაში. ვფიქრობ, ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოთ, ნახოთ ამ ქვეყნის თითქმის ყველა თემი და თქვენ დაინახავთ ძალიან ბევრ კარგ, პოზიტიურ სამუშაოს, რომელიც სრულდება.

ვფიქრობ, საქართველოს მოსახლეობას ახლა სურს, იხილოს, რომ მათი მთავრობა ასრულებს თავის დაპირებას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღწევად და ვიმედოვნებ, რომ მთელი ყურადღება და ენერგია ახლა ამისკენ წარემართება. ეს არის უზარმაზარი შესაძლებლობა თითოეული ქართველის ცხოვრების გასაუმჯობესებლად. სწორედ ქართველი ხალხია, ვინც პასუხისმგებლობას აკისრებს მთავრობას, შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მოპოვების ეს დაპირება“, – განაცხადა დეგნანმა.