"ოცნების“ პოლიტიკურ სამარეში გადასვლის პროცესი დაიწყო - გოცირიძე

10.03.23 11:41
"ოცნების“ პოლიტიკურ სამარეში გადასვლის პროცესი დაიწყო - გოცირიძე

რომან გოცირიძემ საკანონმდებლო ორგანოში შესვლამდე, ჟურნალისტებთან ხმაურიანი განცხადება გააკეთა და პირდაპირ თქვა, რომ მმართველი გუნდის "სამარეში გადასვლის" პროცესი დაიწყო.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ეს ყველაფერი საბოლოოდ დამთავრდება ეროვნული, ევროპული ხელისუფლების ჩამოყალიბებით

„ყოველთვის ასე დამარცხდება ბოროტი ძალა! ის ძალა, რომელიც რუსეთს ემსახურება. როდესაც არის ერთობა, ამ ერთობაში იგულისხმება საერთაშორისო პარტნიორების არნახული მხარდაჭერაც. რეალურმა ხალხის ძალამ გაიმარჯვა და არა აქ რომ თვითმარქვიად სახელი დაირქვეს. დღეიდან ყოველთვის ასე იქნება. "ქართული ოცნების" პოლიტიკურ სამარეში გადასვლის პროცესი დაიწყო. ეს საბოლოოდ დამთავრდება ეროვნული, ევროპული ხელისუფლების ჩამოყალიბებით", - აღნიშნა გოცირიძემ.