რუსული კანონპროექტი ინიციატორებმა პარლამენტიდან გაიწვიეს

10.03.23 12:05
რუსული კანონპროექტი ინიციატორებმა პარლამენტიდან გაიწვიეს

რუსული კანონპროექტი ინიციატორებმა პარლამენტიდან გაიწვიეს.

„ხალხის ძალის“ დეპუტატების წერილობითი მიმართვა, რომლებიც კანონპროექტის ინიციატორები არიან, ბიუროს სხდომას წარედგინა, რომელმაც მოთხოვნა დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების გაწვევის გადაწყვეტილება მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ მიიღო. აღნიშნული პროექტების საპროტესტოდ პარლამენტთან მესამე დღეა საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის 7-8 მარტს, დემონსტრანტების დასაშლელად სპეცრაზმი, წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს. აქციების განმავლობაში პოლიციამ ჯამში 133 ადამიანი დააკავა.