"ოცნებამ" რუსული კანონპროექტი მეორე მოსმენაზე ჩააგდო
35 წინაღმდეგი და ერთი მხარდამჭერი - "ოცნებამ" რუსული კანონპროექტი მეორე მოსმენაზე ჩააგდო.
„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონის პროექტი კენჭისყრაზე განხილვის გარეშე დააყენეს.
სხდომას სულ 112 კანონმდებელი ესწრებოდა.
კანონპროექტის ერთადერთი მხარდამჭერი "ოცნების მაგინებელი დეპუტატი" დიმიტრი სამხარაძე იყო.
ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს, დილას განაცხადა. თავდაპირველად, ოცნება ამ კანონპროექტს მხარს უჭერდა და პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.
კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აქციები იყო ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებშიც.
თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს.