„შეგეწერათ ყაველებო?" - ასე დახვდა რუსული კანონის ჩაგდების შემდეგ უმრავლესობის დეპუტატებს ანი წითლიძე

10.03.23 12:43
„შეგეწერათ ყაველებო?" - ასე დახვდა რუსული კანონის ჩაგდების შემდეგ უმრავლესობის დეპუტატებს ანი წითლიძე

„შეგეწერათ ყაველებო?" -  რუსული კანონის ჩაგდების შემდეგ უმრავლესობის დეპუტატებს ანი წითლიძე ბანერით დახვდა.

ბანერის წარწერამ "ოცნების" ლიდერი მამუკა მდინარაძე გააბრაზა და ანი წითლიძეს უზრდელი უწოდა.

ამასთან, საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ევროკავშირის დროშა მიიტანეს და მთავარ ტრიბუნას სიმბოლურად გადააფარეს. დეპუტატებმა ასევე გაშალეს საქართველის დროშა.