ასეთი რამ ამ პარლამენტის ისტორიაში არ არსებობს - სამადაშვილი რუსული კანონის ჩაგდებაზე
რუსული კანონის მეორე მოსმენაზე ჩაგდებას უპრეცედენტოს უწოდებს "ლელოს" ლიდერი სალომე სამადაშვილი.
ოპოზიციონერი ამბობს, რომ უმრავლესობის ლიდერები იმდენად იყვნენ სხდომაზე შეშინებულები, რომ მიკროფონებიც კი არ ჩაურთეს ოპონენტებს.
ასეთი რამ ამ პარლამენტის ისტორიაში არ არსებობს. თქვენ ნახეთ, რომ შემოიძურწნენ უმრავლესობის წარმომადგენლები პარლამენტში დილაადრიან. ნახეთ, რომ მიკროფონი არ ჩაურთეს ოპოზიციას, იმდენად შეშინებულები არიან", - ამბობს სალომე სამადაშვილი.
35 წინაღმდეგი და ერთი მხარდამჭერი - "ოცნებამ" რუსული კანონპროექტი მეორე მოსმენაზე ჩააგდო.
„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონის პროექტი კენჭისყრაზე განხილვის გარეშე დააყენეს.
სხდომას სულ 112 კანონმდებელი ესწრებოდა.