"შეგეწერა დაჩი", "არ გრცხვენია, ანი" - დაჩი ბერაიმ ანი წითლიძეს მეგრელების შემარცხვენელი უწოდა
"დაჩი, შეგეწერა, რა გიქნეს ხომ ხედავ", - ასე მიმართა პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან გამოსულ დაჩი ბერაიას ენმ-ს წევრმა ანი წითლიძემ, რომელიც უმრავლსობის დეპუტატებს, რუსული კანონის ჩაგდები შემდეგ ბანერით "შეგეწერათ ყაველებო" ხვდებოდა.
"რას გიშვებიან შენ ანი, სამეგრელოს რომ არცხვენ და მეგრელებს, არ გრცხვენია", - უპასუხა ბერაიამ და ტერიტორიას განერიდა.
35 წინაღმდეგი და ერთი მხარდამჭერი - "ოცნებამ" რუსული კანონპროექტი მეორე მოსმენაზე ჩააგდო.
„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონის პროექტი კენჭისყრაზე განხილვის გარეშე დააყენეს.
სხდომას სულ 112 კანონმდებელი ესწრებოდა.