მოდუნება არ შეიძლება, "ოცნებამ" არაერთხელ მოგვატყუა - თამრიკო ჭოხონელიძე
ხელისუფლების მიერ რუსული კანონის ჩაგედბის შემდეგ მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე ამბობს, რომ "ქართული ოცნებას" ნდობა და მოდუნება არ შეიძლება.
მომღერალი ამბობს, რომ ქვეყნის ხსნა მხოლოდ ევროპაშია.
ძალიან ამაყი ვარ. არ შეიძლება მოდუნება არავითარ შემთხვევაში, იმიტომ, რომ სამწუხაროდ, დაგვიმტკიცეს ის, რომ მათი ნდობა არ შეიძლება. არაერთხელ მოგვატყუეს, მოატყუეს ხალხი, რომელიც, მე ვფიქრობ, რომ ძალიან ჯანსარად აზროვნებს სწორედ თავისი ქვეყნის ევროპული მომავლისკენ ხედვით, იმიტომ, რომ იმ ევროპაშია ჩვენი ხსნა, - ამბობს მომღერალი.
შეგახსენებთ, რომ დღეს უმრავლესობამ რუსული კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო.